saqarTvelos mRvimeebi - cxrajvaris mRvime

 

კარსტული მღვიმე ნაქერალის ქედზე, ზღვის დონიდან 1435 მ. გამომუშავებულია ურგონულ სქელშრეებრივ კირქვებში. ჯამური სიგრძე 460 მ. ფსკერის ფართობი 127 000 მ². მოცულობა - 185 000 მ³. შიგა - "დიდი დარბაზის" სიგრძე 245 მ. სიმაღლე 15-20 მ. სიგანე 15-25 მ. ჰაერის ტემპერატურა 6,5°C.

"დიდ დარბაზში" მიკვლეულია პალეოზოოლოგიური მასალა. ბინადრობენ ღამურები.